ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ძლიერმა ქარმა კონსტრუქციები გადმოყარა

Construction News

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის შვიდ ნომერში, 55 სართულიანი მშენებარე კორპუსიდან ამწეების ნაწილები ძლიერმა ქარმა მოგლიჯა. მძიმე კონსტრუქციების ვარდნის შედეგად, არავინ დაშვებულა. დაზიანებულია ავტომობილები.

ამ დროისთვის, მშენებლობა გაჩერებულია და მუშაკები ადგილზე აღარ იმყოფებიან. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. არის რისკი, რომ ქარმა ამწეების სხვა ნაწილიც ჩამოაგდოს. 

ajaratv.ge- ის ინფორმაციით, ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებულები

მსგავსი სტატიები