ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობაზე 4,700,000 ლარი დაიხარჯება

Construction News

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა ინტენსიურად გრძელდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს ავტოსადგურის გასწვრივ არსებულ მონაკვეთში, სადაც უკვე დასრულებულია: გრუნტის სამუშაოები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა და ბორდიურების მონტაჟი

კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება გოგოლისა და ნიჟარაძის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, სადაც ამ დროისთვის დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებზე დასრულდა წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები. შედეგად, ახალი სისტემით სარგებლობს წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები 88 და მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები 92 ოჯახი.

მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი სტატიები