ბათუმში “ლუჟკოვის სახლის” დემონტაჟი დაიწყო

Construction News

ბათუმში ე.წ. “ლუჟკოვის სახლის” დემონტაჟი დაიწყო.

შენობა მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ოჯახის კომპანიას ეკუთვნოდა, რის საფუძველზეც საზოგადოება მას “ლუჟკოვის სახლად” მოიხსენიებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ, კომპანია “ალიანს სიტი” მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი რომელიც მომავალში ამ ტერიტორიაზე აშენდება, სამი 50 სართულიანი ბლოკისგან შედგება, თუმცა სამშენებლო ნებართვა ჯერ არ არის გაცემული და დაწყებულია ტერიტორიის განთავისუფლება ძველი შენობისგან.

მსგავსი სტატიები