ბათუმში, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Construction News

ბათუმში, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახაბრის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პარალელურად, კეთილმოეწყობა ნუცუბიძის I და II შესახვევები, ასევე ხიხანის ქუჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1,465,000 ლარი გამოიყო.

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს კახაბრის ქუჩის კეთილმოწყობა. 2020 წლისთვის KfW-ს მხარადჭერით შემოერთებულ ტერიტორიებზე ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. პროექტის ღირებულება 60 მილიონი ევრო იქნება და მოიცავს წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უხვი ნალექის დროს კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 მისამართზე, გზის საყრდენი კედლები ჩამოიშალა და ამჟამად მათი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფერდსამაგრი სამუშაოების ღირებულება 153,000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური ქუჩებისა და უბნების კეთილმოწყობა, ასევე შემოერთებული ტერიტორიების რეაბილიტაცია“ – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

მსგავსი სტატიები