ბათუმში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 00:30 საათამდე მოემსახურება.
ასევე ქალაქი სეზონს განახლებული ავტოპარკით შეხვდა – 40 ერთეული ევრო 5 სტანდარტის ახალი ავტობუსი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.
ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებები შევიდა სამარშრუტო ქსელშიც:
10 სამარშრუტო ხაზი, რომელიც მოძრაობდა აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური. მოძრაობს აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური – ბოტანიკურ ბაღი.
8 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა აღმაშენებლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – მახინჯაური. მოძრაობს აღმაშენებლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – მახინჯაური – ბაღის ქ. (მწვანე კონცხის ხიდი).
დაემატა ახალი მარშრუტი #10 ა რომელიც მოძრაობს აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ. – მახინჯაური – მწვანე კონცხი – სახალვაშო.
16 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს თბილისის მოედანი-ჭავჭავაძის ქ. – გონიო-კვარიათი – სარფი.
17 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს თბილისის მოედანი – გორგილაძის ქ. – გონიო-კვარიათი – სარფი.
ცვლილება განხორციელდა გადახდის სისტემაშიც. მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია უკონტაქტო პლასტიკური ბარათით BATUMI CARD, საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით და მეტრომანით.
ბარათების აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის „მეტროს სერვის +“ ფილიალსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, რომლებიც განლაგებულია ქალაქის ტერიტორიაზე 50 ლოკაციაზე.
გარდა ამისა, მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ქვეითთა გადასასვლელების მოწესრიგება და გზაგამყოფი საგზაო მონიშვნითი სამუშაოები.