ბათუმში, მაზნიაშვილი ქუჩაზე სამსართულიანი სახლის მანსარდში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.