ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში ეკლესიისთვის დამხმარე ნაგებობის მშენებლობა შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
ეკლესიის მიერ დამატებით ტერიტორიის ათვისებას ამხანაგობა ეწინააღმდეგებოდა.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი აცხადებენ, რომ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება და ეკლესია ნებართვას უახლოეს პერიოდში მიიღებს.