ბათუმში ევროპული სტანდარტების სტუდენტთა საცხოვრებელი გაიხსნა

Construction News

ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი გაიხსნა მშენებლობისათვის უნივერსიტეტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 2,359,000 ლარი დაიხარჯა.

გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას “განათლების ქალაქის” მშენებლობაც დააანონსა.

200 სტუდენტზე გათვლილი სტუდენტური საცხოვრებელი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა 2 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპის კონსტრუქციით არის აგებული, დამოუკიდებელი სველი წერტილითა და სამზარეულოთი.

სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო, საშრობი და ასევე სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია ადაპტირებული ბლოკები.

მსგავსი სტატიები