ბათუმში დაზიანებული მილი აღადგინეს, მოსახლეობას გაზი ეტაპობრივად მიეწოდება

Construction News

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე დაზიანებული მილი გუშინ ღამით აღადგინეს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, დღეს დილიდან ცენტრალურ მილში ბუნებრივი აირი გაუშვეს, თუმცა იმისთვის რომ გაზი აბონენტებამდე მივიდეს რამდენიმე საათია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ბათუმსა და ხელვაჩაურს 8 მაისს გაზის მიწოდება შეუწყდათ. მიზეზი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს, ცენტრალური მილის დაზიანება გახდა.

მოსახლეობას გაზის მიწოდება შუადღიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

მსგავსი სტატიები