ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება

Construction News

ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დასასრულს უახლოვდება – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკვე განხორციელდა სანიაღვრე მილებისა და განათების სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და სანიაღვრე ჭების მონტაჟი, ასევე დეკორატიული ფილების დაგება.

მოგეხსენებათ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია, თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, რის შემდეგაც დავიწყებთ საგზაო ნიშნების მოწყობასა და ახალი სტადიონის ირგვლივ გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობას” – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტისთვის ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან 935,000 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სტატიები