ბათუმში გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას “მეზღვაურთა სკვერის” სახელი მიენიჭა

Construction News

ბათუმის მერიის ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას მეზღვაურთა სკვერის სახელი მიენიჭა.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს მეზღვაურებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებსა და ამ სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს!
ვუსურვებ მშვიდობიან ნაოსნობასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ბათუმის მერიის ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას მეზღვაურთა სკვერის სახელი მიენიჭა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს”, – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

მსგავსი სტატიები