ბათუმში, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი განთავსდა

Construction News

ბათუმში, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი განთავსდა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო ოფიციალურად დღეს გაიხსნება.

გასული წლების განმავლობაში 9 აპრილი ბათუმის ბულვარში, მემორიალურ დაფასთან აღინიშნებოდა. აქვე იგეგმებოდა უშუალოდ მემორიალის განთავსებაც.

ესკიზის ავტორი თეიმურაზ მახარაძეა. სამუშაოებისთვის 108,000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მსგავსი სტატიები