ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება

Construction News

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე გარე სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

პრემიერის თქმით, ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ახალი მულტიფუნქციური საგანამანათლებლო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაიწყება.

მსგავსი სტატიები