ბათუმში ბარცხანის ხიდის მონაკვეთი ჩამოიშალა

Construction News

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, დაზიანდა ავტოტრანსპორტი.

ბარცხანის ხიდი საბჭოთა კავშირის პერიოდის ნაგებობაა და მას დღემდე კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე ჩავარდა. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დაინტერესებულ კომპანიებს ხიდის სარეაბილიტაციოდ 778,140 ლარს სთავაზობდა, მაგრამ მსურველი კომპანია არ გამოჩნდა.

მსგავსი სტატიები