ბათუმში, ახვლედიანების N12-ში აფეთქებული შენობის ნაცვლად 3-სართულიანი სახლი აშენდება

Construction News

ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად, ბათუმში, ახვლედიანის 12 ნომერში ახალი საცხოვრებელი შენდება. პროექტის მიხედვით, აქ სამსართულიანი კორპუსი აშენდება.  

სახლს აუქციონში გამარჯვებული კომპანია აშენებს, რომელსაც სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა ბაგრატიონის 127-ში მდებარე 5 ათას კვ.მ-ზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 

სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის მაისში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 240 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯება.  

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ბათუმში, ახვლედიანების 12 ნომერში გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, 45 სახლი კი დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ სახლის დემონტაჟი განხორციელდა.

ajaratv.ge

მსგავსი სტატიები