ბათუმში ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემებზე გადართვა ინტენსიურად მიმდინარეობს

Construction News

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოსახლეობის გადართვა ახალ წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემებზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

მ. კომახიძის ქუჩაზე ახალ სისტემებზე გადართულია 37 აბონენტი. დაერთების სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ლადო ასათიანის, ლუკა ასათიანისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებზე, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, დემეტრე თავდადებულისა და ურეხის შესახვევებში.

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით წყალარინების ახალ ქსელზე 700-ზე მეტი, სანიაღვრე ქსელზე კი 500-ზე მეტი აბონენტი გადაერთო.

დაერთების სამუშაოებს შპს “ბათუმის წყალი” აწარმოებს.

მსგავსი სტატიები