ბათუმი „World Travel Awards”-ზე წარადგინეს

ბათუმი, ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).

„World Travel Awards”-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე, რომელშიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ექსპერტები და ტურიზმის სფეროს, მსოფლიო მასშტაბის გავლენიანი სუბიექტები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული, საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს ასახელებენ. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

ბათუმისთვის ხმის მიცემა 28 აპრილამდე ნებისმიერ მსურველს  ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote -ზე შეუძლია.

მსგავსი სტატიები