ბათუმი 64 მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილზე გავიდა

Construction News

ბათუმი 64 მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის რეიტინგის ხუთეულში შემავალი თვითმმართველობები დააჯილდოვეს. ხუთეულში არიან რუსთავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი და თეთრიწყარო. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფასებს.

ცნობისთვის, 2017 წელს ამავე ინდექსის მიხედვით ბათუმი მე-15 ადგილზე იყო, შესაბამისად წლევანდელი შედეგი წარმატებულია. პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერაა დაფინანსებული.

მსგავსი სტატიები