ბათუმის Babilon Tower აუქციონზე 36.75 მილიონ ლარად იყიდება

Construction News

აღსრულების ეროვნული ბიურო Babillon Tower-ს ელექტრონულ აუქციონზე 36.75 მლნ ლარად ყიდის. ბათუმის ცენტრში, რუსთაველის N30-ში, ინვესტორს 47-სართულიანი სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა.

Babilon Tower-ს თურქული კომპანია აშენებდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვადების დარღვევა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, თუმცა პრობლემა მხოლოდ შენობის მდგრადობას არ უკავშირდებოდა. მეწილეებმა ქონების გაყოფის მიზნით ჯერ კერძო აუდიტს მიმართეს, შემდეგ კი დავა სასამართლოში გააგრძელეს.

პარტნიორებს შორის დავა უკვე დასრულდა. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31323,51 კვ.მ. ფართობის შენობა.

მსგავსი სტატიები