ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 329,630,734 ლარია, გრძელდება

Construction News

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება: 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა; 19 სახიდე გადასასვლელი; 4 სატრანსპორტო კვანძი; 5 გვირაბი; 57 წყალგამტარი მილი.

უწყების ცნობითვე, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329,630,734 ლარია.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ს ფოტო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები