ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციზე 14,5 მილიონი დაიხარჯა

Construction News

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა ოფიციალურად გაიხსნა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თეატრის უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა.

უწყების ცნობით, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ისტორიული შენობის უნიკალურ კედელს, ჭერის მხატვრობას, უნიკალურ ჭაღს, კაპიტელებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს რესტავრაციის შედეგად ავთენტურობა შეუნარჩუნდა. გარდა ამისა, თეატრში განათებისა და გახმოვანების თანამედროვე სისტემები და სცენის ახალი მექანიზმები დამონტაჟდა.

მსგავსი სტატიები