ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა გაგრძელდება

Construction News

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემაჯამებელი სხდომა დღეს გაიმართება. მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი მხარე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სასამართლო პროცესზე საბოლოო კომენტარებს გააკეთებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომელიც მეჩეთის მშენებლობის ნერბართვის გაცემაზე უარის თქმას გულისხმობს, რელიგიური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციულია.

ბათუმის მერიაში ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მიზეზად ტერიტორიის საცხოვრებელი ზონის სტატუსს ასახელებენ, რის გამოც ადგილზე მეჩეთის აშენება არ შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები