ბათუმის ბულვარში, შერატონის გასწვრივ სანაპიროზე მოწყობილ კონსტრუქციას დემონტაჟი უტარდება. ტერიტორიაზე სახინკლე-რესტორანი ფუნქციონირებდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გასული სეზონიდან, ობიექტი უკანონოდ ფუნქციონირებდა და შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა.
მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე განთავსებულ რესტორანს ხელშეკრულება ბულვარის მოიჯარესთან ჰქონდა გაფორმებული, თუმცა კონსტრუქციის მშენებლობაზე ნებართვა მერიისგან არ ჰქონდა აღებული.