ბათუმის ცენტრალურ პარკში, უნივერსიტეტის წინ, დეკორატიულ ხეებს რგავენ. “ირმის რქის” ხეივანში 80 ხე ისეთი თანმიმდევრობით დაირგვება, რომ ერთობლიობაში გულის ფორმას მიიღებს.
“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ხეებს ქალთა საერთაშორისო დღეს, სიმბოლურად, დღის 3 საათზე ქალები დარგავენ.
გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას დილიდან ამზადებენ.