ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს

Construction News

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოების დასრულება და გზის საფარის კეთილმოწყობა თვის ბოლოსთვის იგეგმება. პარალელურად ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს და მისი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.

აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები