ბათუმის მერიის ნებართვით “ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟი დაიწყო

Construction News

კომპანია “ალიანს სითი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. “ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, თუმცა დამტკიცებულია გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრებით მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია “ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე სამი ცათამბჯენი შეიძლება აშენდეს.

გენგეგმის მიხედვით, კომპანია “ალიანს სითი“ მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლასა და კ2 კოეფიციენტის 15,0-მდე გაზრდას ითხოვდა. მერიამ ორივე მოთხოვნაზე თანხმობა გასცა. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18,000 კვადრატული მეტრია.

ინფორმაციას batumelebi.ge ავრცელებს.

მსგავსი სტატიები