ბათუმის მერია სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს

Construction News

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო კომპანიებს აფრთხილებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 

თვითმმართველობის ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმები 79 კომპანიის შემთხვევაშია დარღვეული და ისინი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.  

მათ გაფრთხილებების აქტი უკვე დაეგზავნათ და დარღვევების გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან ან ხარვეზების გამოსწორებამდე აეკრძალებათ სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

ajaratv.ge

მსგავსი სტატიები