ბათუმის მერია მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

Construction News

ბათუმში, კომახიძისა და სევასტოპოლის ქუჩების რეაბილიტაცია სრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩიდან ოძელაშვილის ქუჩამდე მონაკვეთის კეთილმოწყობა. სამუშაოები 2018 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 3,891,000 ლარია.

ჭაობის ქუჩების კეთილმოწყობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება 32 ქუჩის, მონაკვეთის, ჩიხისა და შესახვევის რეაბილიტაცია.
მალე დაიწყება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, ასევე, მ. ლერმონტოვის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა ორბელიანიდან გენერალ აბაშიძის ქუჩამდე.
სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 6,293,000 ლარია.

გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველადან 26 მაისის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულდა სულაბერიძიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის აპრილში დასრულდება. პროექტის ღირებულება 4,982,000 ლარს შეადგენს. 
აღნიშნულ მისამართზე KfW-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა წყალარინების, სანიაღვრე სისტემისა და სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდა სანიაღვრე არხის დაერთებების მოწყობა.

ბონი-გოროდოკის ქუჩების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 12 ქუჩის კეთილმოწყობა. ამჟამად სამუშაოები ბოლო მისამართზე – მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 11,122,015.86 ლარს შეადგენს. ასევე ბონი-გოროდოკში, ქობულეთისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში დასრულდა ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 77,795 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები