ბათუმის მერია ინოვაციური ელეტრონული პლატფორმის პროექტზე მუშაობს

Modern Roofing

ჩვენ დავიწყეთ ბიუჯეტის დაგეგმარების უნიკალური მოდელის განხორციელება ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მიმართულებით. ეს არის მოდელი რომელსაც არ აქვს ანალოგი და არ არის გადმოღებული რომელიმე სხვა არსებული მოდელიდან. შესაბამისად, პირველად ხდება მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოში. არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და პრიორიტეტებზე აგებული სისტემა, რომელშიც აისახება, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განხორციელდეს. აღნიშნული მოდელის განხორციელების შედეგად, მუნიციპალიტეტი მიიღებს გრძელვადიან ნუსხას ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელიც იქნება დალაგებული მნიშვნელობის მიხედვით და გაწერილი დროის მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მრავალწლიანი, მინიმუმ 8 წლიანი პროგრამა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებისა“ – აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ბათუმის მერიამ არაერთი ელექტრონული პლატფორმა დანერგა. მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროგრამა, რომელიც ქალაქში არსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების, ასევე, ეფექტური და საჭიროებებზე მორგებული მუნიციპალური ბიუჯეტის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

პლატფორმის საშუალებით, მერიის სერვისცენტრების თანამშრომლები ბიუროკრატიული ბარიერების გავლის გარეშე აწვდიან შესაბამის სამახურებს ინფორმაციას მოსაგვარებელი საკითხების შესახებ, რომლებიც ოპერატიულად იწყებენ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას. პლატფორმა შესაბამისი ეტაპების დაფიქსირებისა და პროცესის კონტროლის საშუალებას იძლევა.

ამ ეტაპზე პროგრამა სატესტო რეჟიმში მუშაობს.

მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ ახალ პროექტზე – ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პორტალი“. პორტალის საშუალებით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამხანაგობები ელექტრონულად შეძლებენ მიმართონ მუნიციპალიტეტს ამხანაგობის სხვადასხვა საჭიროების შესახებ. მერიის შესაბამისი სამსახურები შეტყობინებებს ავტომატურად მიიღებენ და იქვე დააფიქსირებენ პასუხებს, რაც პროცესის კონტროლის საშუალებას იძლევა.

პროექტი დისტანციური მმართველობის მომსახურების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები