ბათუმის დელფინარიუმში სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ბათუმის დელფინარიუმში სახურავის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს – ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში იცვლება შენობის 900 კვ.მ სახურავი. სამუშაოები 20 დღეში დასრულდება, ხოლო პროექტის ღირებულება 92,900 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ დელფინარიუმში ვიზიტორების მიღება, ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად იგეგმება.

ცნობისთვის: ბათუმის დელფინარიუმი 1975 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში დელფინარიუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა და მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 2011 წელს გაიხსნა და სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლა ვიზიტორებს.

ფოტო: ბათუმის მერია

მსგავსი სტატიები