ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

Construction News

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

აქტიურად მიმდინარეობს გაცელვითი სამუშაოები, იცელება როგორც ქალაქის ტერიტორიები, ეზოები, სკვერები, ასევე ზღვის სანაპირო ზოლიც.

სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა ერთი თვეა გრძელდება. ქალაქის სკვერებს, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებს ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი 10-მდე სახეობის მილიონი ყვავილი შეემატება.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მოწესრიგდა მიტოვებული ტერიტორია, გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან და გაისხლა მცენარეები.

მიმდინარეობს ფილებისა და სავალი ბილიკების ჰერბიციდით შეწამვლა. დაავადებულ ხე-მცენარეებს უტარდება წამლობა და პროფილაქტიკური ღონისძიება.

ხე-მცენარეებისა და სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების მორწყვა ყოველდღიურად ხორციელდება.

შოთა რუსთაველისა და იაკობ გოგებაშვილის ქუჩებზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ვაშინგტონიის პალმების გასხვლის სამუშაოები. ქალაქში სულ 230 პალმა მოწესრიგდა. გასხვლითი სამუშაოები წელიწადში 2 -ჯერ სრულდება.

აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა ძირებში ნიადაგის გაფხვიერება და სეზონურად მოყვავილე ყვავილების გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი სტატიები