ბათუმში, ძველ ბულვარში არსებული უკანონო და უსახური ობიექტების დემონტაჟის შესახებ მეპატრონეების გაფრთხილების ვადა დღეს დასრულდა. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 9 ობიექტიდან 4 უკვე აღებულია.
“აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, მეპატრონეების ნაწილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ერთი კვირის ვადაში დანარჩენი ობიექტების დემონტაჟიც მოხდება.
რაც შეეხება „პიერ ბათუმს“, ბულვარის დირექტორის თქმით, მეპატრონე საზღვარგარეთ იმყოფება დ ამას რამდენიმე დღეში შეხვდება, დაგეგმილია კაფესთან განთავსებული ხიდის დემონტაჟი. პარალელურად ამ ობიექტზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს.