ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

Construction News

დღეს, ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების (First Aid) 30 ყუთი განთავსდა.

პროექტის მიზანს, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა წარმოადგენს.

აღნიშნული კამპანიის მთავარი გზავნილია “5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – შეცვალე სტატისტიკა”.

მოხალისეებს ტრენინგს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის First Aid-ში, TOT მოდულით გადამზადებული სპეციალისტები ჩაუტარებენ. ტრენინგის შემდგომ გადაეცემათ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყუთის კოდი, რისი მეშვეობითაც სამედიცინო მასალებით პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

მსგავსი სტატიები