ბათუმის ბულვარში ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები მონტაჟდება

Construction News

ბათუმის ბულვარში პლაჟზე ხის გადასასვლელები მონტაჟდება. ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციიის განცხადებით, ხის სპეციალური ბილიკები არდაგანის ტბამდე, პლაჟის ყველა სექტორში გაკეთდება.

ajaratv.ge – ის ინფორმაციით, პლაჟზე სულ 11 ახალი ბილიკი მონტაჟდება, რომელიც ზღვასთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად “ბათუმის ბულვარმა’’ წელს 128,933 ლარი დახარჯა.

ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, კომფორტულად გადაადგილებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმ მოქალაქეებს სჭირდებათ, რომლებსაც ზღვაზე პატარები საბავშო ეტლით გადაჰყავთ.

მსგავსი სტატიები