ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაო პროცესი სრული დატვირთვით განახლდა

Construction News

ბათუმის ბულვარში გამწვანების სამუშაო პროცესი სრული დატვირთვით განახლდა.

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საყვავილე კლუმბების დიზაინის განახლება იგეგმება, ასევე, დამატებით დაირგვება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები. საზაფხულო სეზონის დაწყებამდე, სხვადასხვა რეკრეაციული ზონები ახალი მწვანე საფარითაც განახლდება.

გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში წლის ბოლომდე დაგეგმილია 350,000 ძირი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილის, ასევე 2,000-ზე მეტი დეკორატიული და მრავალწლოვანი ხის დარგვა.

ბათუმის ბულვარი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, კვლავ გააგრძელებს აქტიურ სამუშაოებს მცენარეთა საფარის განახლებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით – აღნიშნულია “ბათუმის ბულვარის” ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები