ბათუმის ბულვარი “FEE”-ის სერტიფიკატის მფლობელი გახდა

Construction News

“ბათუმის ბულვარი” გარემოსდაცვითი განათლების ფონდის “FEE”-ის აფილირებული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელი გახდა.

“FEE”–ის პარტნიორული წევრობა სსიპ “ბათუმის ბულვარს” საშუალებას მისცემს იყოს საქართველოში უპრეცედენტო პროექტის ლურჯი დროშის პროგრამის განხორციელების პასუხისმგებელი უწყება.

ფონდის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აგრეთვე ითვალისწინებს გარემოს საგანმანათლებლო ფონდსა და ბათუმის ბულვარს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლოდ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

საჯარო უწყება სსიპ “ბათუმის ბულვარი” ფონდის პარტნიორ წევრად მიიღეს გამონაკლისის სახით, იმ პირობით, რომ 3 წლის ვადაში მართვა გადაეცემა არასამთავრობო ორგანიზაციას.

როგორც წევრობის თანხმობის წერილშია აღნიშნული, სსიპ ბათუმის ბულვარი არის სწორი ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს “FEE” პროგრამების დამკვიდრებას და წევრობას საქართველოში.

ინფორმაციას “ბათუმის ბულვარი” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები