ბათუმის ბულვარის სანაპიროზე სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურები აშენდება

Construction News

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ხუთ საზღვაო-სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურა აშენდება. კოშკურები ძირითადად ლითონის კონსტრუქციის იქნება. მშენებლობისთვის ბულვარის ადმინისტრაციას 150,000 ლარი აქვს გათვალისწინებული და შესაბამის მომსახურებას ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცი დღის ვადაში. კოშკურების განთავსების ადგილებს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ბულვარის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

წინადადებების მიღება 26 ივნისს დაიწყება და პირველ ივლისს დასრულდება.


კოშკურას ესკიზი – ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

მსგავსი სტატიები