ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება

Construction News

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე გაეცნო.

უკვე დასრულდა დამატებითი ავტოსადგომის მშენებლობა, რომელიც 50 ავტომობილზეა გათვლილი. ასევე დასრულდა ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც ივლისის დასაწყისში გაიხსნება. ორივე პროექტი ფონდ “ქართუს” დაფინანსებით განხორციელდა.

ბაღში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ 5,000 კვ.მ ტერიტორიის მოწესრიგება და ნეკერჩხლების პარტერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ხორციელდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 2 ელექტრომობილი დაემატა და ჯამში ტერიტორიას 12 ელექტრომობილი მოემსახურება.

ტერიტორიაზე უკვე დასრულდა ვიდეო სათვალთვალო სისტემისა და Wi-Fi-ს მოწყობა;

სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ივლისის თვეში დასრულდება.

პროექტის ღირებულება 265,600 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები