ბათუმის ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

Construction News

ბათუმის მერია COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა.

ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ.

სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120 ავტობუსში დამონტაჟდა.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები