ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში 2,440 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდა

Construction News

თბილისში, ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2,440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა.

სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 110,000 ლარზე მეტია.

დასრულებული და დაგეგმილი პროექტების გარდა, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები