ბაგა-ბაღის ევაკუაცია, შესაძლოა საკანალიზაციო ქსელში სამშენებლო მასალების ჩაღვრას უკავშირდებოდეს

Construction News

თბილისის მე-15 საჯარო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის შეწყვეტა და ევაკუაცია სპეციფიკური სუნის გამო მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის, ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნი საკანალიზაციო ქსელში სამშენებლო მასალების ჩაღვრას უკავშირდება. 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ სპეციფიკური სუნი ბუნებრივი აირის გამო არ დგას.

„მძაფრი ნივთიერების სუნია ცალსახად სველ წერტილებში. გაზი გამორიცხულია. ყველა შესაბამის უწყებას, საქალაქო სამსახურს მივმართეთ, ასევე, 112-ს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საკითხის მოგვარება,“ – ამბობს კახა გვანცელაძე.

თბილისის მე-15 ბაგა-ბაღის დირექტორის, მარიამ კაპანაძის განცხადებით, ბაღის შენობაში არ არის ქიმიური საშუალებები, რასაც შესაძლოა სპეციფიკური სუნი გამოეწვია.

„სავარაუდოდ, ეს სუნი მოდის კანალიზაციების ჭებიდან. მოგეხსენებათ, რომ ეს მხოლოდ ბაღის კუთვნილება არ არის. საბავშვო ბაღი არის ბოლო წერტილი, რამდენადაც მე ვიცი, ეს მოსახლეობიდან მოდის. ბაღში არანაირ ქიმიურ საშუალებას არ ვხმარობთ, რათა მან არ გამოიწვიოს ბავშვების ალერგია,“ – აცხადებს მარიამ კაპანაძე.

ევაკუაციის გადაწყვეტილება საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, ბაღების სააგენტოსთან შეთანხმებით მიიღო. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაუკავშირდა მშობლებს და ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებიდან გაყვანა სთხოვეს.

rustavi2.ge

მსგავსი სტატიები