ახმეტის მუნიციპალიტეტში წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა

Construction News

გადაუღებელი წვიმების შედეგად ახმეტის სოფელ ბაბანაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.

ახმეტის მერიაში განმარტავენ, რომ ადიდდა მდინარე ალაზანი, რის გამოც შესაძალოა პრობლემა სხვა სოფლებსაც შეექმნას.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავის რამდენიმე სოფელშიც. ლეჩურში მდინარემ კალაპოტი დატოვა და ცენტრალური მაგისტრალი დატბორა, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

მსგავსი სტატიები