ახმეტაში 1,705,000 ლარად მეცხოველეობის ფერმა აშენდა

Construction News

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა – „დორანი ფერმა“ აშენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

ფერმაში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დამატებით 8 ადამიანი საქმდება.

უწყების ცნობითვე, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,705,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

ცნობისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა.

მსგავსი სტატიები