ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი „საერთაშორისო კონგრესის ცენტრი“ იერუსალიმში აშენდება

Construction News

იერუსალიმში საერთაშორისო კონგრესის ახალი ცენტრის მშენებლობას იტალიური სამშენებლო სტუდია გეგმავს. პროექტის მიხედვით, ახალი ცენტრის მშენებლობა ქალაქის ბიზნეს რაიონში დაიწყება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, კონგრესის ცენტრი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი საკონფერენციო ჰოლი გახდება.

archdaily.com-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონგრესის ცენტრის მიმდებარედ, სასტუმროების, ოფისებისა და ბიზნეს ცენტრების მშენებლობაც იგეგმება. საზოგადოებრივ და კულტურულ ახალ სივრცეს ICC Plaza დაერქმევა.

პროექტის მიხედვით, ICC Plaza-ში 270,000 კვადრატული მეტრი ფართობი საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და ფეხით მოსიარულეებს დაეთმობა. გარდა ამისა, ადგილი გამოიყოფა მიწისქვეშა პარკინგისა და მწვანე სივრცეებისთვის.

მსგავსი სტატიები