ახალ ზელანდიაში $4,4-მილიარდიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

Construction News

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში ქვეყნის ყველაზე დიდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ხარჯების მართვის საკონსულტაციო მომსახურებას ბრიტანული კომპანია “Turner & Townsend” უზრუნველყოფს. კომპანიის ცნობით, სარკინიგზო ქსელის მშენებლობაზე 4,4 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება. პროექტის ფინანსებს ახალი ზელანდიის მთავრობა და ოკლენდის საბჭო უზრუნველყოფს.

სამშენებლო პროექტი არსებული ძველი ქსელის რეკონსტრუქციას და ორი ახალი მიწისქვეშა სადგურის დამატებას გულისხმობს. სადგურები ერთმანეთს 3,45 კილომეტრიანი ხაზით დაუკავშირდება და ტრანსპორტი მიწის ქვეშ 42 მეტრის სიღრმეზე იმოძრავებს. ქალაქის სარკინიგზო ქსელი ყოველ საათში 54,000 მგზავრს მოემსახურება.

მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. “Turner & Townsend”-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტი ქვეყნის სარკინიგზო მოცულობას გააორმაგებს და სატრანსპორტო ქსელის სიჩქარესაც გააუმჯობესებს.

მსგავსი სტატიები