ახალ ზელანდიაში $4 მილიარდიანი ინფრასრტუქტურული გეგმა დააანონსეს

Construction News

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ინფრასტრუქტურის 5-წლიანი გეგმისთვის 4 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

174 ახალი პროექტი უკვე არჩეულია განათლების, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების, ასევე სატრანსპორტო სააგენტოს მიერ. სამინისტროების მიერ შემოთავაზებული პროექტების მონაცემები დამუშავდება და ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს მიეწოდება.

ხელისუფლება 2019 წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურის კომისიის შექმნასაც აანონსებს. კომისია ინფრასტრუქტურულ ბაზარს შეისწავლის და ახალი პროექტების პოტენციალს შეაფასებს.

ახალი ზელანდიის ინფრასტრუქტურის მინისტრის, შეინ ჯონსის თქმით, ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სექტორს ბოლო რამდენიმე წელი რთული პერიოდი ჰქონდა, რაც შრომის ბაზრის კრიზისს და ინფლაციას უკავშირდებოდა. ახალი 4-მილიარდიანი გეგმა სამშენებლო სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მსგავსი სტატიები