ახალი ზელანდიის ტასმანის რეგიონში, ტყის ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია 170 სახლიდან განხორციელდა. ცეცხლი თითქმის 2,000 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძარი სამშაბათს გაჩნდა. სტიქიის გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. ხანძრისგან სახლების დასაცავად სამუშაოებში 16 ვერტმფრენიც არის ჩართული. ცეცხლს მოხალისეებიც ებრძვიან.
ტასმანის რეგიონში რამდენიმე კვირის განმავლობაში ნალექი არ მოსულა. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.