ახალი სისტემით ხიდების კონსტრუქციას 72 საათში ააგებენ

Modern Roofing

ახალი სისტემა, რომლითაც მსუბუქი, მაგრამ მყარი სტრუქტურის ხიდების აშენება 72 საათში შეიძლება, აშშ-ში, მეინის უნივერსიტეტში შეიმუშავეს.

კონსტრუქციის აგება მზა, ქარხნულად დამზადებულ ბეტონის პანელების გამოყენებით ხდება. მშენებლობისთვის საჭირო კოჭების წონა 1-დან 2 ტონამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 40-80 ფუტია.

მასალა, რომლითაც კოჭები დაამზადეს, ფოლადსა და ბეტონზე ორჯერ უფრო გამძლეა. სისტემის ლაბორატორიული გამოცდისას დადასტურდა, რომ ხიდის კონსტრუქციამ 80 მანქანის ეკვივალენტურ წონას გაუძლო. გამოცდისას ინჟინრებმა ჰიდრავლიკური მოწყობილობები გამოიყენეს, რომლებიც მძიმე დაწოლის სიმულაციებს ახდენდნენ.

ხიდების მშენებლობის ამ სისტემის გამოყენება მოკლე და საშუალო ზომის გზატკეცილებზე შეიძლება. გარდა ამისა, მას პოტენციალი სამხედრო სფეროშიც აქვს. სისტემის კვლევა ამერიკის სამხედრო კორპუსის მიერ დაფინანსდა.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, მეინის უნივერსიტეტის გუნდმა სისტემის გაყიდვებში ჩაშვების მიზნით, AIT Bridge-თან დაიწყო თანამშრომლობა.

მსგავსი სტატიები