ახალი ლიფტები დამონტაჟდა ვაჟა-ფშაველას II და III კვარტლებში

Modern Roofing

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N18 კორპუსსა და III კვარტლის N9 კორპუსის ძველი, ე.წ. “კარაჩაროვის” ტიპის ლიფტები განახლდა.

მოდერნიზების სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვალა ლიფტის სისტემა, ასევე კაბინა, შესასვლელი კარები, ჩარჩოები და დამონტაჟდა თანამედროვე სამგზავრო ტიპის ლიფტი.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. “კარაჩაროვის” ლიფტებს, ათეულობით წლების განმავლობაში გადაჰყავდა მგზავრები და საჭიროებდა განახლებას.

ორი ლიფტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 80,000 ლარს შეადგენს.     

მსგავსი სტატიები