ახალი ზელანდიის უმსხვილესი სატრანსპორტო პროექტის ღირებულება $3 მილიარდამდე გაიზარდა

Construction News

ახალი ზელანდიის უმსხვილესი სატრანსპორტო პროექტის Auckland City Rail Link ღირებულება გაიზარდა. 2014 წელს შემუშავებული პროექტის სავარაუდო ღირებულება 673 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა ხარჯები უკვე 3 მილიარდ აშშ დოლარამადეა გაზრდილი.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს სახელისუფლებო კომპანია City Rail Link ახორციელებს. პროექტზე მომუშავეთა თქმით, ღირებულების ზრდა ახალი ზელანდიის სამშენებლო ინდუსტრიაში არსებულ ინფლაციას უკავშირდება.

პროექტი ორმაგი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. თითოეულის სიგრძე 3,5 კილომეტრი იქნება და “ბრიტომარტის” სადგურს “ედემის ტერასასთან” დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები